ნიანგები (ლათ. Crocodilia) — ქვეწარმავალთა რიგი. მათი სიგრძე 2-5 მ, იშვიათად (ნილოსის ნიანგები, ქედიანი ნიანგები) 7 მ აღწევს. აქვთ გრძელი, გვერდებიდან შებრტყელებული კუდი, წაგრძელებული დინგი, მოკლე ფეხები, უკანა კიდურების თითებს შორის დაჭიმულია საცურაო აპკი. ნესტოები და თვალები (ვერტიკალური გუგით) ზემოთაა აწეული, რაც მათ საშუალებას აძლევს წყლიდან მხოლოდ თვალები და ნესტოები ამოყონ. ნესტოები და ყურის ხვრელები დაცულია სარქვლებით. სხეული, კუდი და კიდურები დაფარულია სწორკუთხოვანი რქოვანი ფარებით. ცხვირ-ხახა გამოყოფილია პირის ღრუსაგან მეორეული ძვლოვანი სასით. „მუცლის ნეკნები“ აქვთ, ლავიწი — არა. თავის ტვინი საკმაოდ განვითარებულია. გამოირჩევიან კარგი სმენით და მხედველობით. გულის პარკუჭები მთლიანად გადატიხრულია, მაგრამ აორტის რკალები ერთმანეთთან ხვრელითაა დაკავშირებული, რის გამოც არტერიული და ვენური სისხლი ერთმანეთს ერევა. საშარდე ბუშტი არა აქვთ. ფილტვები კარგადაა განვითარებული. ენა უძრავია. კონუსური კბილები ფოსოებშია ჩამჯდარი. ნიანგები გავრცელებულია ტროპიკულ სარტყელში. შეუძლიათ ერთი წყალსატევიდან მეორეში დიდ მანძილზე გადასვლა. აქტიურები არიან ღამით. იკვებებიან უმთავრესად თევზებით, წყლის სხვა ცხოველებით, ტანად დიდი ნიანგები თავს ესხმიან დიდ ცხოველებს (რქოსან პირუტყვსაც კი) და ადამიანს (განსაკუთრებით საშიშია ქედიანი ნიანგები). დედალი ნიანგები ქვიშაში (უმთავრესად მეჩეჩზე) დებს 20-100 მკვრივნაჭუჭიან კვერცხს, ცოცხლობენ 80-100 წელს. ნიანგების ხორცს საკვებად იყენებენ, ტყავს — სხვადასხვა საგალანტერეო ნაკეთობის დასამზადებლად. ამჟამად ნიანგები საგრძნობლად განადგურებულია. არსებობს თანამედროვე ნიანგების 21 სახეობა, რომელიც გაერთიანებულია 3 ოჯახში: გავიალები, ნამდვილი ნიანგები და ალიგატორები.
Thursday, December 15, 2016
პანდა
ბამბუკის დათვი, დიდი პანდა (ლათ. Ailuropoda melanoleuca) — ძუძუმწოვარი ცხოველი დათვისებრთაოჯახისა, რომელიც მსოფლიოს იშვიათი ცხოველების რიცხვს მიეკუთვნება. სხეულის სიგრძე 1,5 მ-მდეა, წონა 100კგ-მდე. აქვს თეთრი ბალანი ყურებზე, ფეხებზე, კუდის წვერზე და მხრების მიდამოებში კი - შავი. ძირითადი კბილები მძლავრი და ბლაგვია.მხოლოდ პანდასთვის არის დამახასიათებელი წინა კიდურებზე დიდი ზომის ცერი. ეს არის მაჯის განსაკუთრებული ძვალი, რომელიც დაფარულია სქელი ბეწვით და ეხმარება ცხოველს კვების დროს.პანდა ბინადრობს ცენტრალური ჩინეთის სამხრეთით მთებში მდებარე ცივ, ნესტიან ტყეებში (აღმოსავლეთი ტიბეტი, სიჩუანი, იუნანი), 1200-4000 მეტრის სიმაღლეზე. სწორედ აქ იზრდება მისი საყვარელი საკვები ბამბუკი. ბამბუკის ტყეები აქ 30000 კვ. კმ.-ზეა გადაჭიმული, მაგრამ ვარაუდობენ, რომ პანდებს დაკავებული აქვთ მხოლოდ 6000 კვ. კმ. პანდები იშვიათად ცხოვრობენ ოჯახებში, ისინი თავს არიდებენ ერთმანეთს და მარტოობას ამჯობინებენ. გიგანტური პანდა აქტივობას ღამით გამოხატავს. მთელ დღეს ისინი ძილში ატარებენ. ამისათვის პანდა ადგილს ირჩევს ან კლდის მიყრუებულ ადგილას, ან ხის ფუღუროში. შებინდებისას იგი იღვიძებს და გათენებამდე აქტიურია.
მაიმუნი
მაიმუნები (Anthropoidea), ძუძუმწოვრების ქვერიგი პრიმატების რიგისა; აერთიანებს უმაღლესი ძუძუმწოვრების დაადამიანის ოჯახსაც. ბალნიანი საფარველი კარგადაა განვითარებული. სხეულის ზოგიერთ უბანზე ბალანი შეიძლება ძლიერ იყოს დაგრძელებული, რის შედეგადაც წარმოიქმნება ფაფარი, ულვაშები, წვერი, ფუნჯები (ყურებსა და კუდზე). უმრავლესობას სახე და ყურები ტიტველი აქვს. რიგ სახეობებს (პავიანებსა და სხვებს) აქვთ ძლიერ განვითარებული საჯდომი კორძები, რომლებიც მეტწილად მკვეთრი წითელია. მრავალი სახეობის მაიმუნებს (როზალია, ანთარი, მანდრილი, გვერეცადა სხვა) კაშკაშა შეფერილობა აქვს. ქალას ზომები (ტვინის ქალას და სახის ქალას ურთიერთშეფარდება) განსხვავებულია მაიმუნების ჯგიფების მიხედვით. ზოგს ქალაზე აქვს მაღალი ტროპები, რომლებსაც ემაგრება მძლავრი საღეჭი კუნთები. მაიმუნებს კარგად აქვთ განვითარებული მიმიკური კუნთებიც. კბილების რაოდენობა განსხვავებულია. კუჭი ჩვეულებრივ მარტივია, მხოლოდ თხელტანიანი მაიმუნების კუჭია რთული (ძირითადად მცენარეულობით კვებასთან დაკავშირებით). მარტივია მათი საშვილოსნოც. ბრმა ნაწლავი ყველას აქვს, ზოლო ჭიაყელა ნაწლავი - მხოლოდ ადამიანის მსგავს მაიმუნებს. მაიმუნებს დიდი თავის ტვინი აქვთ. განსაკუთრებით გამოირჩევა წინა ტვინი. გრძნობის ორგანოებიდან კარგად აქვთ განვითარებული მხედველობა და სმენა. თათები სატაცია. ორივე წყვილ კიდურზე ცერი უპირისპირდება დანარჩენ თითებს. თითებზე აქვთ ფრჩხილები. გამონაკლისს წარმოადგენენ მოთამაშე მაიმუნები, რომლებსაც ნამდვილი ფრჩხილი მხოლოდ ცერზე აქვთ. მაიმუნებს მკერდზე აქვთ ერთი წყვილი ძუძუ. მაომუნების უმრავლესობა მეხეურ ცხოვრებასაა შეგუებული.მაგოტი,
პავიანები და სხვა მხოლოდ მიქაზე ბინადრობენ. უმრავლესობა ხროვებად ცხოვრობს, იკვებებიან მცენარეთა ნაყოფით, ფოთლებით,ნორჩი ყლორტებით, მწერებით, ჭიებით, ლოკოკინებით, ფრინველების კვერცხითა და მართვებით, ჭამენ აგრეთვე პატარ-პატარა ფრინველებსა და ძუძუმწოვრებს. მაიმუნების მაკეობის ხანგრძლივობა განსხვავებულია: უმდაბლესი მაიმუნების მაკეობა გრძელდება 4-5 თვემდე, გიბონებისა - 7 თვემდე, ადამიანის მსგავსი მაიმუნებისა - 275 დღემდე. ჩვეულებრივ შობენ თითო ნაშიერს. მოთამაშე მაიმუნები ხშირად შობენ 2-3 ნაშიერს. მაიმუნების უმრავლესობა სქესობრივად მწიფდება 3-5 წლისა, ადამიანის მსგავსი მაიმუნები - 7-10 წლისა. პატარა მაიმუნები 20-25 წლამდე ცოცხლობენ, დიდები - 40 წელს და მეტსაც. ტყვეობის (ზოოპარკის) პირობებში მაიმუნები ასე ხანგრძლივად იშვიათად ძლებენ. მაიმუნები ცნობილია პლეისტოცენიდან. მაიმუნების სისტემატიკის შესახებ მეცნიერთა შორის აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. მაიმუნების ქვერიგში გაერთიანებულია 5 ოჯახი: მოთამაშე მაიმუნისებრნი, რომელთაგან აღსანიშნავია საგუინი, როზალია; კაპუცინისებრნი, რომელთაგან საყურადღებოა, რომელთაგან საყურადღებოა კაპუცინი,კოატა, ღრიალა მაიმუნები და სხვები. ორივე ოჯახის წარმომადგენლები გავრცელებული არიან ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში. ანთრისებრნი ბინადრობენ აფრიკაში, აზიასა და გიბრალტარზე, მათ შორის აღსანიშნავია ანთრები, პავიანები,მაკაკები. ადამიანის მსგავსი მაიმუნების ოჯახშია გიბონები, შიმპანზე, გორილა და ორანგუტანი; გავრცელებული არიან ტროპიკულ აზიაში. ამავე ქვერიგს ეკუთვნის ადამიანების ოჯახი
ავაზა
ავაზის მკერდი განიერია, ხოლო წელი - წვრილი. უხეში, წინწკლებიანი ბეწვი მას მაღალ ბალახში შეუმჩნეველს ხდის და მსხვერპლთან მიახლოებას უადვილებს. ავაზის ხალები 2-3 სანტიმეტრის დიამეტრისაა და მუცლის მხარეს (თეთრ ბეწვზე) არ ჩნდება. გეპარდს პატარა თავი აქვს, რაც ხელს უწყობს სიჩქარის განვითარებაში, ხოლო შავი ხაზები მის თვალებთან მზის სხივებს არიდებს და ხედვის არეალის გაფართოების საშუალებას აძლევს. მიუხედავად იმისა, რომ იგი საათში 120 კილომეტრ სიჩქარეს ავითარებს, ავაზა ძალიან მალე იღლება.
მოზრდილი ავაზა 40-65 კილოგრამს იწონის. მისი სხეულის სიგრძე შეიძლება 135 სმ იყოს, როდესაც მხოლოდ კუდი 84 სმ-მდე იზრდება. მამრი შეიძლება მდედრზე ოდნავ დიდია, მაგრამ სიმაღლის მიხედვით მათი გარჩევა საკმაოდ რთულია. თითქმის იგივე ზომის ლეოპარდთან შედარებით, ავაზას უფრო მოკლე ტანი, მაგრამ მაღალი ფეხები და გრძელი კუდი აქვს.
ავაზებში გვხვდება იშვიათი სახის მუტაცია: ზოგჯერ მათი ხალები იმდენად დიდია, რომ ერთმანეთს ერწყმის და ჩვეულებრივი ინდივიდებისაგან განსხვავებულ მოხატულობას ქმნის. ასეთ ერთეულებს ”სამეფო ავაზებს” უწოდებენ.
ავაზებს ნახევრად მოძრავი ბრჭყალები აქვთ, რაც სირბილის დროს მიწაზე უკეთ მოჭიდების საშუალებას იძლევა და მნიშვნელოვნად ამცირებს ინერციას მოხვევის დროს. კატების უმეტესობისგან განსხვავებით ავაზას მათი შეკეცვა არ შეუძლია და ამიტომ ბრჭყალები ყოველთვის ადვილი შესამჩნევია.
სხვა ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობს ავაზას სირბილის დროს არის მისი სასუნთქი სისტემა და გული: ფართო ნესტოები მას საკმარისი ჟანგბადით ამარაგებს. ჩვეულებრივ, ნადირობის დროს, გეპარდი სამოციდან ას ორმოცდაათამდე ჩასუნთქვას აკეთებს. ამასთანავე, ბრჭყალების გარდა, მისი კუდიც დიდ როლს ასრულებს სიჩქარის განვითარებასა და წონასწორობის დაცვაში. იგი ერთგვარი საჭეა და ავაზას უადვილებს მკვეთრი მოძრაობების გაკეთებას, რათა მან მსხვერპლს გზა მოუჭრას და გაქცევის საშუალება არ მისცეს.
სხვა დიდი კატებისაგან განსხვავებით გეპარდს ღრიალი არ შეუძლია. ის მაღალ, ყვირილს მსგავს ბგერებს გამოსცემს.
Thursday, December 8, 2016
პინგვინები
პინგვინისნაირნი (ლათ. Sphenisciformes) — ფრინველთა რიგი. მოიცავს მხოლოდ 1 ოჯახს (Spheniscidae), რომელშიც ერთიანდება 6 გვარი და 17 სახეობა. მასა — 1,5-45 კგ, სხეულის სიგრძე 40-120 სმ. პინგვინისნაირნი ვერ ფრენენ, კარგად ცურავენ (36 კმ/სთ) და ყვინთავენ (20 მ-მდე). აქვთ საცურაო აპკით შეერთებული 3 თითი. ფრთა გადაქცეულია ფარფლად. ფეხები ცურვისას ასრულებენ საჭის როლს. გავრცელებული არიან ანტარქტიდის ნაპირებთან, სუბანტარქტიდის კუნძულებზე, ავსტრალიის, აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის სამხრეთ ნაპირებზე, გალაპაგოსის კუნძულებზე. ბუდობენ დიდ კოლონიებად, ზოგი — წყვილებად ან პატარ-პატარა გუნდებად. დებენ 1-2 კვერცხს, იკვებებიან თევზებით, თავფეხიანი მოლუსკებითა და კიბოსნაირებით.
Friday, December 2, 2016
ვეფხვი
Thursday, December 1, 2016
ჟირაფი
ჟირაფისებრნი (ლათ. Giraffidae) — მცოხნელი ძუძუმწოვრების ოჯახი წყვილჩლიქოსნების რიგისა. აერთიანებს 2 გვარის 2 სახეობას: ჩვეულებრივ ჟირაფსა და ოკაპს. ჩვეულებრივი ჟირაფის (Giraffa camelopardalis) სიმაღლე 5-6 მეტრს, მასა 550-1800 კგ აღწევს. აქვს მოკლე სხეული, გრძელი მაღალი კისერი, პატარა თავი, დიდი თვალები, მოკლე და ვიწრო ყურები, პატარა რქები. არეალის სხვადასხვა საზღვრებში შეფერილობა ცვალებადია და ამის გამო ჟირაფის რამდენიმე ქვესახეობას გამოყოფენ. გავრცელებულია აფრიკაში საჰარის სამხრეთით. ბინადრობს სავანეებში. ქმნის მცირე ჯგუფებს, რომლებიც 12-15 (ზოგჯერ 70-მდე) სულისაგან შედგება. აქტიურია დღისით. იკვებება აკაციის ფოთლებით და ტოტებით. აქვს კარგი მხედველობა და სმენა. მაკეობა 420-450 დღეს გრძელდება. ხორცს საკვებად იყენებენ, ტყავს — სხვადასხვა ნაკეთობისათვის.
ჟირაფის რაოდენობა ძალზე შემცირებულია, ხოლო ზოგან სრულიად განადგურებულია. შენარჩუნებულია უმთავრესად ეროვნულ პარკებსა და რეზარვატებში.
ლომი
ლომი (ლათ. Panthera leo) — მტაცებელი ძუძუმწოვარი კატისებრთა ოჯახის, პანტერათა გვარის წარმომადგენელი. მისი სხეულის სიგრძე (ხვადისა) 180-240 სმ, მასა 180-227 კგ აღწევს. ძუ ტანად ხვადზე უფრო პატარაა. ლომს აქვს ძლიერი მოქნილი სხეული, მასიური თავი, გრძელი დინგი, შავი ფუნჯით დაბოლოებული გრძელი კუდი. მოზრდილ ხვადს ფაფარიც აქვს, დანარჩენი ბალანი მოკლეა და მოყვითალო. ბოკვერი ხალებიანია. ცნობილია ლომის 2 ქვესახეობა - აფრიკული და აზიური.
ლომი გავრცელებულია ეკვატორულ აფრიკაში (დაცულია ნაკრძალებში) და ინდოეთში (გუჯარეთის შტატი). VIII-X საუკუნეებში ლომი კავკასიაშიც ბინადრობდა. ცხროვრობს სავანებში, ნახევრად უდაბნოებში, იშვიათად უდაბნოებში. იკვებება ხერხემლიანი ცხოველებით, ჭამს აგრეთვე ლეშს, ნადირობს შებინდებისას და ღამით. ადამიანს იშვიათად ესხმის თავს. ბუნაგს იკეთებს გამოქვაბულში, ნაპრალში, ორმოში. აქვს ძლიერი ხმა, რომელიც საკმაოდ შორს ისმის. მაკეობა 105-112 დღემდე გრძელდება. ყრის 3-4 თვალახელილ (ზოგჯერ თვალაუხილავ) ბოკვერს, მათი სხეულის სიგრძე 30 სმ, ხოლო მასა 400 გ აღწევს. სქესობრივად მწიფდება მე-4 წელს. ცოცხლობს 30-35 წელს (იშვიათად მეტს). ადვილად იწვრთნება, ტყვეობაშიც (ზოოპარკი, ზოობაღი) მრავლდება.
ზებრა
ზებრები, ცხენის გვარის (Equus) ძუძუმწოვართა ჯგუფი. ზებრების სხეულის სიგრძეა 2-2,4 მ, კუდისა 47-57 სმ, სიმაღლე ნიდაოში — 1,2-1,4 მ, წონა 350 კგ-მდე. სხეული შეფერილი აქვთ მუქი და ღია ფერის ზოლებით, რაც მათ შეუმჩნეველს ხდის, განსაკუთრებით სავანებში. ფაფარი მოკლეა, კუდი გრძელი ბალნის ფუნჯით ბოლოვდება. განარჩევენ ზებრების 3 სახეობას: მთის ზებრა (Equus zebra), გრევის ზებრა (Equus grevyi) და კვაგა (Equus quagga). ზებრები გავრცელებულია აღმოსავლეთ, ცენტრალურ დასამხრეთ აფრიკაში. მომთაბარე ცხოველებია. ცხოვრობენ 10-30 სულიან ჯოგებად. ბინადრობენ ღია ველებზე (მთის ზებრა ზოგჯერ მთაში 2000 მ-ზეც გვხვდება). იკვებებიან ბალახით. მაკეობა 346-369 დღე გრძელდება. შობენ 1-2 ნაშიერს. ლამაზი ტყავისთვის უმოწყალოდ ანადგურებდნენ, რის გამოც მათი რაოდენობა ძლიერ შემცირდა. ზოგი სახეობა კი სულ ამოწყდა. ამჟამად მათზე ნადირობა ან სრულიად აკრძალულია, ან დაშვებულია მხოლოდ ზოგ რაიონში. ზებრები კარგად იტანენ ტყვეობას, რეგულარულად მრავლდებიან, მაგრამ ძნელად თვინიერდებიან. ზებრები აკლიმატიზებულია ასკანია-ნოვაში.
ცხოველები
გამარჯობა მე ვარ ნუცა მე ამ საიტში ცხოველების ინფორმაციას ვაგროვებ და წაიკითხეთ ნამდვილად საინტერესოა!!!!!
Subscribe to:
Posts (Atom)