ბამბუკის დათვი, დიდი პანდა (ლათ. Ailuropoda melanoleuca) — ძუძუმწოვარი ცხოველი დათვისებრთაოჯახისა, რომელიც მსოფლიოს იშვიათი ცხოველების რიცხვს მიეკუთვნება. სხეულის სიგრძე 1,5 მ-მდეა, წონა 100კგ-მდე. აქვს თეთრი ბალანი ყურებზე, ფეხებზე, კუდის წვერზე და მხრების მიდამოებში კი - შავი. ძირითადი კბილები მძლავრი და ბლაგვია.მხოლოდ პანდასთვის არის დამახასიათებელი წინა კიდურებზე დიდი ზომის ცერი. ეს არის მაჯის განსაკუთრებული ძვალი, რომელიც დაფარულია სქელი ბეწვით და ეხმარება ცხოველს კვების დროს.პანდა ბინადრობს ცენტრალური ჩინეთის სამხრეთით მთებში მდებარე ცივ, ნესტიან ტყეებში (აღმოსავლეთი ტიბეტი, სიჩუანი, იუნანი), 1200-4000 მეტრის სიმაღლეზე. სწორედ აქ იზრდება მისი საყვარელი საკვები ბამბუკი. ბამბუკის ტყეები აქ 30000 კვ. კმ.-ზეა გადაჭიმული, მაგრამ ვარაუდობენ, რომ პანდებს დაკავებული აქვთ მხოლოდ 6000 კვ. კმ. პანდები იშვიათად ცხოვრობენ ოჯახებში, ისინი თავს არიდებენ ერთმანეთს და მარტოობას ამჯობინებენ. გიგანტური პანდა აქტივობას ღამით გამოხატავს. მთელ დღეს ისინი ძილში ატარებენ. ამისათვის პანდა ადგილს ირჩევს ან კლდის მიყრუებულ ადგილას, ან ხის ფუღუროში. შებინდებისას იგი იღვიძებს და გათენებამდე აქტიურია.
No comments:
Post a Comment